Робота для біженців з України
მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კვლევის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კვლევის მენეჯერი
მომწოდებელი: მიდეა
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს "ემტექნიკსი" - ბრენდი "Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს "ემტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კვლევის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების მონიტორინგის - მომხმარებლის (ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ჩაბარებულ პროდუქციაზე - ტექნიკის შოურუმის, ონლაინ გაყიდვებისა და სერვისის მომხმარებლები) გამოცდილების სატელეფონო კვლევის განხორციელება წინასწარ შემუშავებული კითხვარის მიხედვით;
** მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია, შუალედური და საბოლოო რეპორტების მომზადება;
** საანგარიშო თვის ბოლოს ხელმძღვანელისათვის სრული რეპორტის წარდგენა (იხ.რეპორტის ფორმა);
** ქოლ-ცენტრის ოპერატორების, სერვის-ცენტრის კოორდინატორების, საწყობის დისპეტჩერის, მიწოდების ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგის განხორციელება:
** თითოეული ოპერატორის, კოორდინატორის, საწყობის დისპეტჩერის და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის Random 10 ზარი თვისა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში;
** ონლაინ გაყიდვების სპეციალისტების Random 10 მიმოწერა თვისა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში;
** ზარების შეფასება როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური პარამეტრების მიხედვით - ქოლ -ცენტრის ეფექტიანობისა და ხარისხის შესაფასებელი ინდიკატორების მეშვეობით. (იხ. შეფასების ფორმა);
** მიღებული შედეგების აღრიცხვა შესაბამის ფორმაში და ხელმძღვანელისათვის წარდგენა
** მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის დაფიქსირების შემთხვევაში საკითხის მოკვლევა. ინფორმაციის შეგროვება და დეტალური ადმინისტრირება საკითხის შესახებ შესაბამის განყოფილებასთან. საბოლოო უკუკავშირის დაბრუნება მომხმარებლისათვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** Excel - ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1100 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 6 საათამდე;
სამუშაო ადგილი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქN7;

გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr.midea.ge.

მოგახსენებთ, რომ შპს "ემტექნიკსი" დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოუცლობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს "ემეტქნიკსი"-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.

მოგახსნებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr.midea.ge, ან დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 0322 52 43 43;

გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე