Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მენეჯერი
მომწოდებელი: რესტორანი Cheese Farm
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
რესტორანი "Cheese Farm" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ჩვენ შესახებ:

რესტორანი ჩიზფარმი ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ HHR მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება ადამიანური რესურსების მართვის სისტემური პროცესების განვითარებასა და გუნდის გაძლიერებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** კანდიდატების შერჩევა, რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა
** ხალი თანამშრომლების ინტეგრაციის პროცესის ორგანიზება
** შიდა ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა (ხელშეკრულებები, შეფასებები, სამოტივაციო სისტემა და სხვ.)
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის დანერგვა და მართვა
** შიდა კომუნიკაციის, ეთიკის და კორპორაციული კულტურის მხარდაჭერა
** პერსონალის განვითარების ინიციატივების დაგეგმვა და რეალიზაცია
** შრომის კანონმდებლობის დაცვაზე ზედამხედველობა

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება H პოზიციაზე ჰოსპითალითი სექტორში (რესტორანი, სასტუმრო ან საკვები ობიექტი)
** შრომის კანონმდებლობის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება
** თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის და მოტივაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
** საოფისე პროგრამების ფლობა (Word, Excel, PowerPoint)
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:infocheesefarm@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "cheese farm" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია . პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე