დასახელება:
გერმანული ენის სპეციალისტ. მომზადების და დასაქმების პროგრამა
|
მომწოდებელი:
BÜCHNER გერმანული ენის ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 19 ივნისი
/ ბოლო ვადა: 19 ივლისი
|
"BÜCHNER" აცხადებს უფასო გერმანული ენის სპეციალისტად მომზადების და დასაქმების პროგრამას.
"BÜCHNER" დაგეხმარებათ დაიწყო კარიერული ზრდა ნებისმიერი ეტაპიდან - პედაგოგის ასისტენტად, დამწყებ პედაგოგად ან/და პედაგოგად;
** პროგრამას წარუძღვებიან გერმანელი და ქართველი მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები;
** კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
** წარმატებული სტუდენტებისთვის გარანტირებულია დასაქმება.
** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
დასაქმებულ პირებს ევალებათ:
** გერმანული ენის სწავლება, სასწავლო პროცესის წარმართვა, ონლაინ სწავლება.
ჩვენი მოთხოვნები:
** გერმანული ენის სრულფასოვნად ცოდნა მინიმუმ B2-C1 დონეზე.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალების მიმართ ორიენტირებული და ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვის სურვილი.
დამატებითი ინფორმაცია:
** განიხილება არაქართულენოვანი პედაგოგებიც გერმანულიდან გერმანულზე სწავლების ფორმატისთვის.
** პროცესის სრულფასოვნად დაუფლების შემდეგ ანაზღაურება - 2700 ლარამდე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - buchner.office1@gmail.com სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გერმანული ენის სპეციალისტის მომზადების პროგრამა".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|