უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ჰოუმერი" (Homer) აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე თბილისში.
კომპანიის შესახებ:
"Homer"-ი არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა. კომპანიას წარმოადგენს სფეროს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მრავალწლიანი გამოცდილებით.
"Homer"-ი ქმნის მყუდრო, უსაფრთხო და ინოვაციურ საცხოვრებელ სივრცეებს, რომლის ყველა კომპონენტი შეუფერხებლად მუშაობს, სადაც ყველა დაპირება სრულდება და ყველა სიტყვა ძალაშია.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** მარკეტინგული კამპანიებისთვის ვიზუალური ელემენტების კონცეპტუალიზაცია და დიზაინი, მათ შორის: ციფრული რეკლამები, სოციალური მედიის ვიზუალები, ბეჭდური მასალები.
** არქიტექტორულ მასალებზე (ბინის / სართულის გეგმარების, კორპუსის ჭრილების, რენდერებისა და სხვა ვიზუალური მასალების...) მარკეტინგული საჭიროების მიხედვით, გრაფიკული დიზაინის შექმნა, ბრენდის სტილისა და ვიზუალური იდენტობის გათვალისწინებით.
** გადატვირთული ინფორმაციის ვიზუალურად მიმზიდველი ხერხით გადმოცემა.
** ბრენდის იდენტობის გათვალისწინება ყველა ვიზუალში.
** ელექტრონული პრეზენტაციების და ბროშურების დიზაინი და აწყობა.
** რუკაზე პროექტებისა და მისი მიმდებარე ობიექტების ლოკაციების აღნიშვნა და ლოგოების დასმა.
** პროექტის რენდერებზე საფასადე მასალების შესახებ ინფორმაციის დატანა.
** სართულის გეგმაზე გასაყიდი უძრავი ქონების ინდივიდუალურად მონიშვნა, ვიზუალიზაცია.
** გენ გეგმაზე სხვა კორპუსებთან დაშორებების მითითება.
** კორპორაციული ბრენდირებული მასალების დიზაინის მომზადება.
** სასაჩუქრე ნაკრების კონცეფციის მოფიქრებაში მონაწილეობა და დიზაინის მომზადება.
** ოფისში ბრენდირებული სივრცეების, სარეკლამო სტენდის, მანიშნებლების დიზაინის კონცეფციის შემუშავება.
** უშუალო მენეჯერის მიერ დავალებული სხვადასხვა ტიპის დიზაინერული სამუშაოს შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Adobe Illustrator, Photoshop, InDesign პროგრამების ცოდნა;
** კრეატიული აზროვნება, ყურადღება დეტალების მიმართ და ვადების დაცვა.
გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ბენეფიტები:
** ანაზღაურება: განსაზღვრული ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება 2, 000 - 3, 000 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)
** ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:00 -19:00 სთ)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის მოედანი N1
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი CV პორტფოლიოსთან ერთად ელ.ფოსტაზე: vacancy@homer.ge.
** გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი".
(დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).
"Homer"-ი გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად გელით ჩვენ გუნდში!
შპს ჰოუმერ გრუპი, (ს/ნ: 402323115; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ჩხეიძის ქუჩა, N 3; ქალაქი თბილისი, მოედანი ივ. ჯავახიშვილი, N 1) მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს ჰოუმერ გრუპი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; აცხადებთ თანხმობას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპმა თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპი შესაბამის ვადებში სრულად გაანადგურებს თქვენს რეზიუმეს და კომპანიაში არსებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
|