Робота для біженців з України
საწარმოს მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს მზარეული
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მზარეულის პოზიციაზე

რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "სტრადას" მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის ნახევარფაბრიკატების მარაგით უზრუნველყოფა, შესაბამისი დროისა და სტანდარტების მიხედვით;
** ხორც-პროდუქტების, ბოსტნეულის, ნახევარ-ფაბრიკატების დამუშავება;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისხარტე.

ჩვენ გთავაზობთ: 50%-იან ფასდაკლებას "სტრადას" სრულ მენიუზე, სამუშაო დღის განმავლობაში;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "საწარმოს მზარეული", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე