Робота для біженців з України
მიმტანი, დიასახლისი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი, დიასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მიმტანი კაფეში

მდებარეობა: მცხეთა
დასაქმების ტიპი: სრული ან ნახევარი განაკვეთი
ხელფასი: 40-55

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მომსახურება სწრაფად და გულთბილად
** შეკვეთების მიღება და ზუსტი გადაცემა სამზარეულოში
** მაგიდების მომზადება და დალაგება
** სტუმრებთან პოზიტიური კომუნიკაცია და დახმარება მენიუს არჩევაში
** ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ღონისძიებებზე (დაბადების დღე, ნათლობა და სხვ.) დახმარება მომსახურებაში

მოთხოვნები: სასურველია მიმტანად მუშაობის გამოცდილება, თუმცა არა სავალდებულო

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი და შრომისმოყვარე
** კომუნიკაბელური და პოზიტიური დამოკიდებულება
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ენერგიული და მეგობრული დამოკიდებულება სტუმრებთან

2. დიასახლისი

მდებარეობა: მცხეთა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ან ნახევარი განაკვეთი
ხელფასი: 1300-1800

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრების ყოველდღიური დალაგება და წესრიგის შენარჩუნება
** სისუფთავის უზრუნველყოფა საერთო სივრცეებში (კიბე, დერეფანი, ჰოლი და სხვ.)
** თეთრეულის შეცვლა და სარეცხის მართვა
** მარაგების კონტროლი (სარეცხი საშუალებები, საპნები და ა.შ.)
** სტუმრების მოთხოვნებზე დროული რეაგირება და დახმარება საჭიროების შემთხვევაში
** დახმარება კაფეში ან ღონისძიებების მომზადებაში

მოთხოვნები:

** გამოცდილება სისუფთავის ან მომსახურების სფეროში სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი
** ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი და ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** ფიზიკური გამძლეობა და შრომისმოყვარეობა
** მოწესრიგებული, მეგობრული და კეთილსინდისიერი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 599 009025 ან გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hotelkhedimtskheta22@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე