დასახელება:
სასტუმროსა და კაფეს მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო
|
გამოქვეყნდა: 19 ივნისი
/ ბოლო ვადა: 19 ივლისი
|
სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას სასტუმროსა და კაფეს მენეჯერის თანამდებობაზე.
მდებარეობა: მცხეთა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 1500-2000 (გამოცდილებისა და უნარების მიხედვით)
ჩვენი შესახებ:
ჩვენ ვართ მცირე, მაგრამ განვითარებაზე ორიენტირებული 8 ოთახიანი სასტუმრო და კაფე, რომელიც სტუმრებს სთავაზობს მყუდრო გარემოს და სასიამოვნო გარემოს. ვეძებთ ადამიანს რომელიც იქნება მართვის წამყვანი ძალა.
პასუხისმგებლობები:
** სასტუმროს და კაფეს საერთო ადმინისტრაციული მართვა
** პერსონალის კოორდინაცია, სამუშაო განრიგის შედგენა და მოტივაცია
** ღონისძიებების ორგანიზება - ნათლობების, ქორწილების, დაბადების დღეებისა და სხვა კერძო შეკრებების დაგეგმვა და კოორდინაცია.
** სტუმრების დახვედრა, განთავსება, კომუნიკაცია და მომსახურების ხარისხის ზედამხედველობა
** რეზერვაციების მართვა (Booking, Airbnb და სხვ.)
** კაფეს ყოველდღიური ოპერაციების მართვა და მარაგების კონტროლი
** ჰიგიენის და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა
** სტუმრების უკუკავშირის შეგროვება და გაუმჯობესების ინიციატივა
** მცირე ბუღალტრული აღრიცხვა (დღიური შემოსავლების კონტროლი)
მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე (სასტუმრო/კაფე უპირატესობაა)
** ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო დონეზე მაინც)
** კომპიუტერული უნარები (Excel, Google Sheets, სასურველია PMS ან POS სისტემის ცოდნა)
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული და სტუმარ-მასპინძლობის მოყვარული
** სტრესულ სიტუაციებში მოქმედების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 599 009025 ან გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hotelkhedimtskheta22@gmail.com.
|
|
|
|