Робота для біженців з України
მზარეული - ღამის ცვლა - დაბა ვაზიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული - ღამის ცვლა
მომწოდებელი: სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე მზარეულის (ღამის) პოზიციაზე, ქ. თბილისთან ახლოს, დაბა ვაზიანში.

ძირითადი მოთხოვნები:

** ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში;
** დროის მენეჯმენტის მართვის უნარი;
** HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით;
** ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა თანამშრომლობის შემთხვევაში (არ უნდა ჰქონდეს მძიმე ვირუსული ინფექცია გადატანილი ბოლო 1 (ერთი) წლის მანძილზე);

ფუნქცია-მოვალეობები:

** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, უფროსი მზარეულისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და კორექტულად შესრულება;
** კვების პროდუქტების, მათ შორის ხორცის და თევზის პორციებად დამუშავება დამტკიცებული კალკულაციების შესაბამისად და დასაწყობება;
** ხორცის და თევზის კერძების დამზადება უფროსი მზარეულის მითითებით;
** კერძის მომზადებისას პროდუქტების ზუსტი რაოდენობით გამოყენება, დადგენილი კალკულაციების შესაბამისად;
** კერძის დროულად და ხარისხიანად მომზადება;
** ობიექტზე არსებული ინვენტარის ფრთხილად/სწორად მოხმარება;
** მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა გასაცემ ხაზზე;
** პროდუქტების, კერძოდ, ბოსტნეულის გამოსავლიანობის დადგენა;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება და ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
** HACCP სტანდარტის დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** მენეჯერული უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** ტრანსპორტით მომსახურებას აუცილებლობის შემთხვევაში.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (8 საათიანი სამუშაო დრო)
ანაზღაურება: დღეში - 112, 15 ლარი (დარიცხული);

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122, 2025 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

პატივისცემით,

შპს "სახელმწოფო კვებითი უზრუნველყოფა"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე