Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Tesen Trade
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
"Tesen Group" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"Tesen Group"-ის შვილობილი კომპანიებია: "Tesen Construction", "Tesen Rental", "Tesen Trade" და "Tesen Production".
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ტესენ ჯგუფის" სავიზიტო ბარათია.

"Tesen Trade" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი და პირობები:

სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: 2000-2500 (net)
ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** ბაზრის ანალიზი და მიზნობრივი კლიენტების იდენტიფიკაცია;
** ახალი კლიენტების მოძიება, მოზიდვა და მათი კონვერსიის პროცესის მართვა;
** კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, პროდუქციის წარდგენა და შეთავაზებების მომზადება;
** გაყიდვების პროცესის მართვა ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის სიზუსტით;
** გაყიდვების ინდიკატორების ანალიზი და პროგნოზირება (ფორკასტინგი);
** გაყიდვების შესახებ დეტალური რეპორტების მომზადება;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი და გადახდების დროული უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა კმაყოფილების რეგულარული შეფასება და მომსახურების გაუმჯობესება უკუკავშირის საფუძველზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში, კლიენტებთან ურთიერთობის ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის ცოდნა - ბაზრის კვლევიდან, შეთავაზების მომზადებამდე და გაყიდვის შემდგომ მომსახურებამდე;
** დებიტორული დავალიანების მართვის პრინციპების ცოდნა;
** ანგარიშგების მომზადების და პერფორმანსის ანალიზის გამოცდილება;
** პრეზენტაციების შექმნის და საჯარო წარდგენის უნარი;
** CRM სისტემებთან დაფუძნებულ გაყიდვების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური - B2 დონეზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** ბონუსს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროით
** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს
** სწავლის დაფინანსებას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tesengroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე