Робота для біженців з України
სერვისის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ფავორიტი სტილი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
შპს "ფავორიტი სტილი"- ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა ამიერკავკასიაში. კომპანია მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ფავორიტი სტილის მრავალფეროვანი მომსახურების არეალი ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.

ფავორიტი სტილის პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. კორპორატიული კულტურის განვითარებით იწყება წარმატების ისტორია.

შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია!

კომპანია "ფავორიტი სტილი" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: სერვისის მენეჯერის ასისტენტი.

ჩვენ გთავაზობთ: პროფესიულ ზრდას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და მხარდაჭერას განვითარების ყველა ეტაპზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აბელ ენუქიძის #5
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მომსახურეობის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული შეკვეთის ჩაშვება წარმოებაში;
** შეკვეთის შესრულების ვადების კონტროლი;
** მზა პროდუქციის ჩაბარების პროცესის მონიტორინგი;
** შეკვეთის ღირებულების დათვლა (კალკულაცია).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი მოტივაცია;
** ზრდა-განვითარებისკენ სწრაფვა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი ბენეფიტები:

** განვითრების შესაძლებლობა;
** 50%-იანი თანადაფინანსება კვებაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 71 76 45 ან ელფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@phfavorite.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სერვის მენეჯერის ასისტენტი"
შპს "ფავორიტი სტილი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს [ფავორიტი სტილ] -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@phfavorite.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე