დასახელება:
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
მისტერ მასტერი
|
გამოქვეყნდა: 19 ივნისი
/ ბოლო ვადა: 19 ივლისი
|
კომპანია "მისტერ მასტერი" 16 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე სტაბილურად ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო და კომუნალურ სერვისებს - 24/7, ყოველდღე.
ჩვენი საქმიანობის შესახებ, მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე: http://mrmaster.ge; https://www.facebook.com/mrmaster.ge/
კომპანია ეძებს ქოლ-ცენტრის ოპერატორს სრულ განაკვეთზე!
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. #24
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 1000₾ (ხელზე) + ბონუსი (150-200₾)
რას გთავაზობთ ჩვენ?
** ტრანსპორტის ხარჯის დაფინანსება — მუნიციპალური ტრანსპორტის საშვი
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა
** ფასდაკლება ჩვენი სერვისების გამოყენებისას - სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის ფარგლებში
** ყოველთვიური საპენსიო დანაზოგის დაფარვა
** მეგობრული, კომფორტული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
შენზე ვფიქრობთ, თუ:
** სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან რუსულ ენებს
** გაქვს უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ხარ
** გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში
** საბაზისო დონეზე იყენებ საოფისე პროგრამებს
შენი მთავარი ამოცანები იქნება:
** ზარებზე სწრაფი და თავაზიანი პასუხი
** მომხმარებლის საჭიროების სწორად მიხვედრა და შესაბამისი დახმარება
** პროდუქტებისა და სერვისების კარგი ცოდნა
** ზარების რეგისტრაცია, ალტერნატიული შეთავაზებები საჭიროების მიხედვით
** აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების გაცნობა მომხმარებლისთვის
** პრობლემური შეკვეთების შემთხვევაში დროული კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან
როგორ დაგვიკავშირდე?
გამოაგზავნე შენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: HR@mrmaster.ge. Subject-ში მიუთითე: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი"
"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდის დაინტერესებისთვის და გისურვებს წარმატებას!
|
|
|
|