Робота для біженців з України
კარტრიჯების ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კარტრიჯების ტექნიკოსი
მომწოდებელი: Easy Print
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
შპს "იზი გრუპი" 2018 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. კომპანიის ძირითად სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობას და ტექნიკურ მომსახურებას.

შპს"იზი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას კარტრიჯების ტექნიკოსის პოციციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი
სამუშაო გრაფიკი: 09:30-17:30 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სახელფასო განაკვეთი: ფიქსირებული 300 + (გამომუშავება)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ლაზერული და ჭავლური კარტრიჯების დაშლა, გაწმენდა და დამუხტვა.
** დამუხტული კარტრიჯების გატესტვა და შეფუთვა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

** კარტრიჯების დამუხტვის დროს საჭიროა დანადგართან ფეხზე დგომა.
** კარტრიჯები უნდა გაიწმინდოს ტონერის ნარჩენებისგან.
** აღნიშნული პოზიცია მოითხოვს ფიზიკურ შრომას.

რას გთავაზობთ:

** შპს "იზი გრუპი" გთავაზობთ მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
** გამოცდილების და მოტივაციის პროპორციულ ანაზღაურებას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@easy.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე