Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643459&print=yes&view=jobs
 
ღამის სმენის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის სმენის მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო აფიშა
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო აფიშაში, ღამის სმენის მზარეული პასუხისმგებელია სასტუმროს სტანდარტების დაცვით ახალი კერძების მომზადებაში გაწერილი რეცეპტების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** ღამის ცვლაში შეკვეთების შესრულება მაღალი ხარისხით, რეცეპტების შესაბამისად;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** ღამის ცვლაში, სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო კოორდინაცია და კოლაბორაცია;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კულინარიული სკოლის ან შესაბამისი სასწავლო დაწესებულების ხარისხი/დიპლომი ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საკვების უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების ცოდნა.

სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია