Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643458&print=yes&view=jobs
 
ნუტრიციოლოგ-ფორმულატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნუტრიციოლოგ-ფორმულატორი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
"ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ნუტრიციოლოგ-ფორმულატორი (სასოფლო სამეურნეო ცხოველთა კვების მიმართულებით)

"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.

სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: http://www.nutrimax.ge

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზემო ფონიჭალა
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -17:30 სთ)
ანაზღაურება: 1800 (დარიცხული)
დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის რაციონების შემუშავება, მათი ხარისხობრივი/ფასობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება;
** საჭიროების მიხედვით ახალი რაციონის შექმნა ან არსებულის დაკორექტირება;
** რაციონების გამოსათვლელი პროგრამის გამართულად მუშაობაში მონაწილეობა;
** ნედლეულის შეფასება ნუტრიციოლოგიური კუთხით და შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** მზა საკვების შეფასება ნუტრიციოლოგიური კუთხით;
** საჭიროების მიხედვით წარმოებასთან კავშირი ექსტრუდირებული ან გრანულირებული პროდუქტების ფორმირების პროცესში;
** ფიდის მიმართულების ეტიკეტების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** ინდუსტრიის შესახებ საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა;
** ტენდენციების ანალიზი საკვების გაუმჯობესებისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით (კვების ტექნოლოგია, ქიმია, ბიოლოგია, ვეტერინარია);
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2 (გამართული სასაუბრო დონე-აუცილებელია), რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** თანამედროვე კვების ტექნოლოგიებისა და ტენდენციების ცოდნა;
** კვლევითი უნარები და სამეცნიერო ლიტერატურაზე მუშაობის გამოცდილება.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/UbBURKyd
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია