Робота для біженців з України
მცირე წონების ჩამყრელი ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცირე წონების ჩამყრელი ოპერატორი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
"ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მცირე წონების ჩამყრელი ოპერატორი

"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.

სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: http://www.nutrimax.ge

სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ღოღობერიძის 67 ბ
სამუშაო გრაფიკი: დინამიკური, ცვლადი გრაფიკი (პოზიციაზე გათვალისწინებულია ღამის ცვლებიც)
ანაზღაურება: 1700
დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან) კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** წინასწარ მომზადებული მცირე წონების კონტეინერების მიღება, დასაწყობება და ჩაყრა შესაბამისი ჩაყრის წერტილში არსებული წესების დაცვით;
** პროგრამის ოპერატორისა და ცვლის უფროსის მიერ გაცემული დღის გეგმის მიხედვით მიღებული კონტეინერების აღრიცხვა და შესაბამისი ფორმების შევსება;
** ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის მიერ დადგენილი წესების და ნორმების დაცვა;
** სამუშაო სივრცის ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** სასურველია - ინგლისური ენის ცოდნა (A2);
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/aGVQuQ8b
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე