დასახელება:
მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
იზივეი
|
გამოქვეყნდა: 19 ივნისი
/ ბოლო ვადა: 19 ივლისი
|
"EasyWay" ქვეყნის ლიდერი ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საკურიერო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.
"EasyWay" 2018 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც მას მომსახურების ხარისხის და ვადების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საშუალებას აძლევს.
კომპანიის ვებგვერდი: https://easyway.ge/ka
ვაკანსია: მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლობიან და კლიენტზე ორიენტირებულ მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა მოთხოვნებზე დროულ და პროფესიონალურ რეაგირებას.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. 7
სამუშაო განაკვეთი: 10:00-დან 19:00 საათამდე, შაბათ-კვირა დასვენება
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალი ზარების მიღება და მომხმარებლის შეკითხვებზე პასუხის გაცემა;
** კლიენტებისთვის პრობლემების გადაჭრაში დახმარება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის უკუკავშირის დამუშავება და გადამისამართება შესაბამის განყოფილებებთან;
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის ცოდნა და ეფექტური კომუნიკაცია;
** კომპანიის online chat-ის მართვა.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
** გამართული ქართულით მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საბაზისო კომპიუტერული უნარები (MS Office, საკომუნიკაციო სისტემები);
** გუნდურად მუშაობის და სწრაფად სწავლის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ ანაზღაურებას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ განვითარების შესაძლებლობას;
** გუნდურ მხარდაჭერას და ტრენინგებს.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@easyway.ge. Subject-ში მიუთითეთ: "მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი" ან შეავსეთ განაცხადის ფორმა აღნიშნულ ბმულზე: https://easyway.bo.ge/recruit/form/308c633f7bd6314da0ec4911b1dcb4d3
|
|
|
|