Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643454&print=yes&view=jobs
 
შენობა-ნაგებობის ელექტრიკოსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შენობა-ნაგებობის ელექტრიკოსი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში შენობა-ნაგებობის ელექტრიკოსის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ელექტრო გამანაწილებლების დათვალიერება და კონტროლი, დაზიანების შემთხვევაში შეკეთება;
** ქსელის და დიზელ გენერატორების კონტროლი;
** ელ. გამანაწილებლების დათვალიერება და დაზიანების შემთხვევაში მისი შეკეთება;
** ახალი ფილიალების ელ. ენერგიით და ინტერნეტით მომარაგება, კაბელების გათვლა, სანათების და სამონტაჟო მასალების რაოდენობის დათვლა და მონტაჟი;
** დაზიანებული ნათურების, სანათების და დროსელების შეცვლა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** თავაზიანობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდში მუშაობა;
** ორგანიზებულობა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** სასურველია ელექტრო მოწყობილობების მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
** ტექნიკოსის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1819

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.

ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია