დასახელება:
ინჟინერი
|
მომწოდებელი:
სტერეო+
|
გამოქვეყნდა: 19 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
"Stereo +" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.
"Stereo +" 2002 წლიდან საქმიანობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში: ციფრული მაუწყებლობა, "Stereo+" TV, რადიო "სტერეო +", "ტვ მობაილ".
ფუნქცია-მოვალეობები:
** საანძო მეურნეობაზე საანტენო - ფიდერული მოწყობილობების მონტაჟი/დემონტაჟი
** საანძო მეურნეობაზე მეტალო კონსტრუქციების მონტაჟი/დემონტაჟი
** სარელეო მოწყობილობების მონტაჟი/დემონტაჟი, სამაუწყებლო ტექნიკის მოწყობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
** განათლება საშუალო
** მართვის მოწმობა (2 წლიანი გამოცდილებით, B კატეგორია)
** სასურველია სიმაღლეზე დანადგარ - მოწყობილობებზე მონტაჟის გამოცდილება
** მივლინებებისთვის მზად ყოფნა (საქ. მასშტაბით)
უნარ - ჩვევები:
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00, შაბათი 10:00-15:00
** ანაზღაურება: 1500 ლარი (ზრდის პერსპექტივით)
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2025 წლის 18 ივლისის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, "ინჟინერი".
შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.
|
|
|
|