Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643442&print=yes&view=jobs
 
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Salesapp
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
"Salesapp" არის გაყიდვების გუნდებისთვის შექმნილი თანამედროვე CRM სისტემა, რომელიც ეხმარება კომპანიებს გაყიდვების პროცესის სრულფასოვან მართვაში - ლიდების გენერირებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე.

"Salesapp" "ვებაპ ჯგუფის" ეკოსისტემის ნაწილია, რომლის ციფრული პროდუქტებითაც უკვე 400-ზე მეტი კომპანია სარგებლობს მთელი საქართველოს მასშტაბით.

თუ გაქვს გამოცდილება B2B გაყიდვებში, კარგად იცნობ CRM სისტემებს და გსურს კარიერული წინსვლა ტექნოლოგიურ სფეროში - შემოგვიერთდი!

პოზიცია: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** "Salesapp"-ის, როგორც CRM სისტემის პრეზენტაცია და გაყიდვა ბიზნეს კლიენტებზე;
** გაყიდვების პროცესის სრულფასოვანი მართვა პირველადი კონტაქტიდან კონტრაქტამდე;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების გაფორმება;
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და ინდივიდუალური შეთავაზებების შექმნა;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და რეგულარული კომუნიკაცია;
** პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით უკუკავშირის შეგროვება და სტრუქტურული ერთეულებისთვის რეკომენდაციების მიწოდება;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება;
** CRM სისტემაში ყველა აქტივობის ასახვა;
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია B2B ან SaaS პროდუქტების სფეროში);
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** მოლაპარაკებების, კომუნიკაციის და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
** ორგანიზებულობა, დროის მართვის უნარი და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა.

დამატებითი ინფორმაცია:

** დასაქმების ფორმატი: სრული განაკვეთი
** სამუშაო ადგილი: ოფისი - ქ. თბილისი, ი. პოლიტკოვსკაიას 57
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@webapp.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: Salesapp - კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 16 ივლისი.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ვებაპ ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია