Робота для біженців з України
პრისელერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე, ქ. ქუთაისის არაქსელურ მაღაზიაში.

პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: იმერეთი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 09:00 სთ- 18:00სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + საწვავის ხარჯი/ცვეთა (2400-2500 ლარი;)

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების მიღება;
** განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ვალის დამადასტურებელი შედარების აქტის გაფორმება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** მომსახურებისა და პროდუქციის ასორტიმენტის ფარგლებში კლიენტის მოთხოვნების დადგენა;
** მოლაპარაკებების წარმოება და საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ტიპის ხელშეკრულებების გაფორმების ინიცირება.
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
** აუცილებელია უძრავი ქონების უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ინფორმაცია ბმულზე: https://foodservice.self.ge/s/Fs63
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე