Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643436&print=yes&view=jobs
 
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიუპაკი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
მუყაოს ყუთების მწარმოებელი კომპანია შპს "ნიუპაკი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული
მისამართი: ქ. თბილისი, ევტეხი ჟვანიას #5

ფუნქცია-მოვალეობა:

** მზა პროდუქციის მიღება;
** პროდუქციის დასაწყობება;
** საწყობში ნაშთების კონტროლი;
** ინვენტარიზაცია ყოველი თვის ბოლოს და შედეგების ფაილში აღრიცხვა;
** სამუშაო უბნების სისუფთავის კონტროლი;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი;
** პასუხისმგებლობიანი;

პირობები:

** განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვებაზე 50% იანი თანადაფინანსება;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 71 76 45 ან ელ.ფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@phfavorite.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის მენეჯერი".

შპს "ნიუპაკი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს ნიუპაკმა -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია