დასახელება:
აკადემიური თანამდებობები
|
მომწოდებელი:
გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
"გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს 2025 წლის 20 ივნისიდან პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამის განხორციელებისათვის შემდეგი მიმართულებებით:
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
** მედიის სოციოლოგია: პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
** ინგლისური ენა: პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
** ლიტერატურული მიმდინარეობებისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორია: პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
** ჟურნალისტური ეთიკა : ასოცირებული პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული
** მასობრივი კომუნიკაცია: ასისტენტ-პროფესორი- ერთი საშტატო ერთეული
** ჟურნალისტიკა (მულტიმედია): ასისტენტ-პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული
** სამაუწყებლო მედია, პრაქტიკული კურსი (ტელევიზია): ასისტენტი -ერთი საშტატო ერთეული
1. პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით,
2. ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით,
3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით,
4. ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი 3 (სამი) წლის ვადით.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით.
პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები: პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/ სფეროში წამყვან პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ, 6 წლის, ხოლო ასოცირებულ პროფესორად-პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ, 5 წლის გამოცდილება. ორივე შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და მისი კვალიფიკაცია დასტურდება სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
შესარჩევი კონკურსი წარიმართება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და, საჭიროების შემთხვევაში (ზოგიერთი ასპექტის დაზუსტების მიზნით), გასაუბრების, საჯარო ლექციის ჩატარების საფუძველზე.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის კონკურსი, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს/ინდიკატორებს:
** სამეცნიერო აკადემიური ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება (მუშაობის სტაჟი) ;
** დოქტორანტის ხელმძღვანელობა/ რეცენზენტობა;
** ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
** დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია (პროგრამის ხელმძღვანელობა, მიმართულების ხელმძღვანელობა, სასწავლო დისციპლინის ხელმძღვანელობა, სტუდენტთა სამეცნიერო გაერთიანების ხელმძღვანელობა/ინდივიდუალური სამეცნიერო ხელმძღვანელობა (მათ შორის საბაკალავრო საფეხურზე სამეცნიერო მოხსენების მოსამზადებლად); აკადემიური საბჭოს წევრობა, სადისერტაციო საბჭოს/კომისიის წევრობა და სხვ.);
** პროფესიული განვითარება (ტრენინგები, სემინარები...)
** საგრანტო კვლევითი პროექტი
** მონოგრაფია/სახელმძღვანელო/სამეცნიერო სტატია (ადგილობრივ ან/და საერთაშორისო გამოცემებში);
** ციტირების ინდექსი
** საერთაშორისო ან/და ადგილობრივ აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
** საერთაშორისო ან/და ადგილობრივი აკადემიური/სამეცნიერო ორგანიზაციის წევრობა;
** სახელისუფლებო/არასამთავრობო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა
კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას, უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:
** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** პირადობის მოწმობის ასლი; და თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე;
** ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია), CV -ში შეტანილი ინფორმაციის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით;
** ორი ფოტოსურათი;
** განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია გრანტის გამცემის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** სამსახურებრივი (პროფესიული) გამოცდილების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა და სხვა)
** ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამისთვის), რომელიც წარმოაჩენს ენობრივი კომპეტენციის საკმარის დონეს სალექციო კურსის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად.
** ცნობა ნასამართლობის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით
დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2025 წლის 21 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით
შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 29 ივლისს უნივერსიტეტის ვებგვერდზე http://www.gruni.edu.ge
შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტის აკადემიურ კომიტეტში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი გამოქვეყნებიდან ხუთი დღის ფარგლებში.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსის მართვის სამსახურში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 18 საათამდე. შესაძლებელია დოკუმენტაციის ელექტრონულად გადაგზავნა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი; ირინა ენუქიძის 3 ; საკონტაქტო ტელეფონი : 2 38 44 06/118; ელფოსტა: info@gruni.edu.ge; nana.kubaneishvili@gruni.edu.ge
საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადების, ავტობიოგრაფიის (CV) ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე http://www.gruni.edu.ge
|
|
|
|