Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643427&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების მენეჯერის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: პროკურმედი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
შპს "პროკურმედი" სამედიცინო კლინიკებს სთავაზობს შესყიდვების აუთსორსინგის მომსახურებას. კლინიკებს ვემსახურებით როგორც შესყიდვების მენეჯერები და ვთავაზობთ შესყიდვების ბიუჯეტის ოპტიმიზაციას, ეფექტურობის ზრდასა და გამჭვირვალობას.

ვეძებთ შესყიდვების მენეჯერის თანაშემწეს და გუნდის ახალ წევრს, რომელიც დაგვეხმარება შესყიდვების განხორციელებაში, სამედიცინო პროდუქტების ბაზრის კვლევაში, ახალი პროდუქტების მოძიება-დანერგვასა და შესყიდვების ანალიზში. გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობას და გამოწვევებით დატვირთულ საქმიანობას.

სამუშაო ადგილი: საბურთალო, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე)

მოვალეობები:

** კლინიკ (ებ)ის გუნდთან კომუნიკაცია, შეკვეთის მიღება, მოთხოვნის დაზუსტება;
** ახალი პროდუქტების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** ადგილობრივი ბაზრის კვლევა, მომწოდებლების მოძიება, ბაზების შექმნა, ფასების შედარებითი ანალიზი;
** მოლაპარაკების წარმოება მომწოდებლებთან პროდუქციის ფასებთან და შესყიდვის პირობებთან დაკავშირებით;
** დადგენილი გრაფიკის მიხედვით მომწოდებლებისათვის შეკვეთების დროულად და ზუსტად მიწოდების გადამოწმება;
** შესყიდვების, გახარჯვების და მომწოდებლების ანალიზი;
** კომპანიის პროგრამაში მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამედიცინო შესყიდვებზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ფარმაცევტის დიპლომი ან სამედიცინო განათლება და ფარმაცევტული პროდუქტების კარგად ცოდნა;
** ექსელის და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 5 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: info@procuremed.ge, subject: შესყიდვების მენეჯერის თანაშემწე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია