Робота для біженців з України
მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: STREAM
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
ვაცხადებთ მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერის ვაკანსიას MACH & MACH-ისთვის.

MACH & MACH გახლავთ ქართული ბრენდი, რომელიც შეიქმნა ქართველი დიზაინერების მიერ 2012 წელს და აერთიანებს ქალის ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და აქსესუარებს. ბრენდი აწარმოებს პრემიუმ კლასის პროდუქციას და თანამშრომლობს საერთაშორისო კომპანიებთან და სხვადასხვა ცნობად სახეებთან მთელს მსოფლიოში.

აღნიშნული პოზიცია გულისხმობს, მომხმარებლებთან ყოველდღიურ კომუნიკაციას, მათი საჭიროებების გაცნობას, ანალიზს, პრობლემების ეფექტური გზით მოგვარებას, ბრენდის რეპუტაციის, ლოიალური მომხმარებლების შენარჩუნებასა და განვითარებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გვირილების # 23 და შალიკაშვილის #8 კვეთაზე (ამერიკის საელჩოს უკან)
სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00 - 18:00 შაბათ -კვირისა და დასვენების დღეების გარდა)
ანაზღაურება: 2500 - 3000, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად
დამატებითი საკომპენსაციო პაკეტი: დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და პრობლემების მოგვარება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის: პროდუქტის დეფექტი, ჩანაცვლება, შეკეთება, შეკვეთები, თანხის დაბრუნება, დაკარგული, დაგვიანებული ან/და დაზიანებული ამანათები;
** მომხმარებელთათვის დროული უკუკავშირი პრეტენზიის სტატუსთან დაკავშირებით;
** ლოგისტიკურ კომპანიებთან და საწყობებთან აქტიური კომუნიკაცია პროდუქტის დაბრუნებასთან, შეცვლასა და შეკეთებასთან დაკავშირებით;
** მიწოდების პროცესის მუდმივი ანალიზი;
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** ხარისხთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში მონაწილეობა;
** დეტალური ანგარიშის წარმოება განმეორებით საჩივრებთან დაკავშირებით, მათი გადაწყვეტის გზების მონიტორინგი მომსახურების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;
** აქტიური მონაწილეობა კომპანიის საოპერაციო პროცედურებისა და სტანდარტების შემუშავებაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, კომუნიკაციების ან სხვა შესაბამის სფეროში;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კომუნიკაციების, მომხმარებელთა მომსახურების, ხარისხის კონტროლის ან მსგავსი მიმართულებით;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია native speaker-თან მიახლოებული დონე). იტალიური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, ERP სისტემებთან და სხვა შიდა პროგრამებთან მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 4 ივლისისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (https://www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე