დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი/სამედიცინო წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
ბიემჯი-ორთო
|
გამოქვეყნდა: 19 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
შპს "ბიემჯი-ორთო" არის სტომატოლოგიური მასალების სადისტრიბუციო კომპანია. 2023 წლიდან ავიღეთ მოწინავე სამხრეთ კორეული დენტალური იმპლანტების ბრენდის წარმომადგენლობა საქართველოში და ვმუშაობთ მის დამკვიდრებაზე.
გვესაჭიროება გუნდის ახალი წევრი, გაყიდვების მენეჯერი/სამედიცინო წარმომადგენელი , გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, რომელიც შეძლებს ექიმებთან და კლინიკებთან ურთიერთობის დამყარებას და პროდუქციის გაყიდვას.
გრაფიკი: სრული
ლოკაცია: ჯანო ბაგრატიონის 6, საბურთალო, თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული და საკომისიო გაყიდვებიდან
კადრის ძირითადი მოვალეობები იქნება:
** ახალი პარტნიორების, ექიმებისა და კლინიკების მოძიება და პროდუქციის პრეზენტაცია;
** ექიმებთან და კლინიკებში ყოველდღიური ვიზიტები;
** გაყიდვების აღრიცხვა და შესაბამისი ბაზების წარმოება;
** გაყიდვების მენეჯმენტი და მიწოდება;
** კომპანიის კურიერთან ერთად მიწოდების ორგანიზება;
** საპრომოციო და მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა, მაგ. სამედიცინო გამოფენები, კონფერენციები, ა.შ.
** სხვა ამოცანები, რომლებიც გაყიდვებთან და პრომოციასთან არის დაკავშირებული;
** სტომატოლოგიური განათლება ან/და სტომატოლოგიური მასალების ცოდნა არ არის აუცილებელი, შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი მოტივაციისა და ინიციატივიანი თანაგუნდელის დამატება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:
** გამართულად კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** დიდი მნიშვნელობა ენიჭება დეტალების მიმართ ყურადღებიანობას;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი CV (რეზიუმე) გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: info@cowellmedi.ge 5 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სამედიცინო წარმომადგენელი".
|
|
|
|