დასახელება:
სუშის შეფ მზარეული, მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Sakura Sushi
|
გამოქვეყნდა: 19 ივნისი
/ ბოლო ვადა: 19 ივლისი
|
აზიური სამზარეულო "Sakura Sushi" აცხადებს ვაკანსიას სუშის შეფ მზარეულისა და მენეჯერის პოზიციებზე.
1) შეფ მზარეული
ატრიისა და სუშის მცოდნე შეფმზარეული, მინიმალური 4 წლიანი გამოცდილებით, რომელთა მთავარ ფუნქციაა სუშის მომზადება, გემოების ჰარმონიისა და წარმოდგენის დეტალების მიმართ მაღალი ყურადღების მიქცევა. ასევე, პასუხისმგებელი იქნება სამზარეულოს კოორდინაციაზე, პირწმინდად და პროფესიონალურად უნდა მართოს პროდუქტის ხარისხი, ასევე უნდა იცოდეს იაპონური სამზარეულოს ტექნოლოგიები და ტრადიციები.
პირობები:
** გრაფიკი: 11:00-00:30 (დასვენება შეთანხმებით).
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ღამით ტრანსპორტირებას.
** ანაზღაურება: 80-130 ლარი დღეში (გამოცდილების შესაბამისად) ბონუსები და მზარდი სახელფასო პროექტი.
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა სახის სუშის დამზადება კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით.
** არსებული კალკულაციების მიხედვით გამართულად/ზუსტად მუშაობა.
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვა.
** მარაგების მოფრთხილება/მონიტორინგი.
** სუშის და სხვა იაპონური კერძების მომზადება.
** ინგრედიენტების მომზადება და ხარისხის კონტროლი.
** შეკვეთების დროული და ხარისხიანი შესრულება.
** გუნდის სხვა წევრებთან თანამშრომლობა და მენიუს გაუმჯობესებაში მონაწილეობა.
მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
** სუშის მომზადების გამოცდილება.
** სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი.
** კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** შრომისმოყვარე.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა.
** ორგანიზებულობა.
ენების ცოდნა:
** ქართული.
** რუსული (სასურველი).
** ინგლისური (სასურველი).
2) მენეჯერი
ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან მენეჯერს, რომელსაც აქვს გამოცდილება რესტორნის ან სწრაფი კვების ობიექტის მართვაში.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული (11:00-00:30), დასვენება შეთანხმებით.
** უზრუნველყოფილი კვება და ღამის ტრანსპორტირება.
** ანაზღაურება: 70-80 ლარი დღეში (გამოცდილების შესაბამისად) + ბონუსური სისტემა.
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების პროცესის სრული მონიტორინგი (ონლაინ/ტელეფონი).
** გუნდის მართვა და ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაცია.
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და კონტროლი.
** მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.
** სისუფთავის და სანიტარული წესების მუდმივი კონტროლი.
** მარაგების მართვა და შეკვეთების დაგეგმვა.
** პრობლემური სიტუაციების ოპერატიულად და პროფესიონალურად გადაჭრა.
** ურთიერთობა კურიერებთან და პარტნიორ პლატფორმებთან (Wolt/Glovo/ნაწილობრივი ლოჯისტიკა).
** მენიუს, ფასებისა და აქციების ადმინისტრირება საჭიროების შემთხვევაში.
პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ორგანიზებულობა და ლიდერული უნარ-ჩვევები.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდის მოტივაცია და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
** სწრაფი და კრიტიკული აზროვნების უნარი.
სასურველი კვალიფიკაცია და ცოდნა:
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე.
** საკვების გატანის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Wolt/Glovo ან შიდა სისტემა).
** Excel/Google Sheets-ის საბაზისო ცოდნა.
ენების ცოდნა:
** ქართული.
** რუსული (სასურველი).
** ინგლისური (სასურველი).
თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: sakurasushigeorgia@gmail.com
|
|
|
|