დასახელება:
ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი
|
მომწოდებელი:
თეგეტა მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 19 ივნისი
/ ბოლო ვადა: 19 ივლისი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცრის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების მოძიება;
** ინვესტორებთან, კრედიტორებთან და პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან, პროაქტიული ურთიერთობის მართვა;
** ფინანსური და სტრატეგიული ანალიტიკის საფუძველზე საინვესტიციო მასალების მომზადება (პრეზენტაციები, საინფორმაციო დოკუმენტები, საინვესტიციო შეთავაზებები, ანგარიშები);
** შეხვედრების ორგანიზება, ინვესტორთა ვიზიტების კოორდინაცია;
** ჰოლდინგში მიმდინარე პროექტების მხარდაჭერა
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ინვესტორებთან ურთიერთობის, კორპორატიული ფინანსებისა ან კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა - როგორც წერილობით, ისე ვერბალურად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
** კაპიტალის ბაზრებზე ან სტრუქტურირებულ დაფინანსებაში მონაწილეობის გამოცდილება (მაგ. ობლიგაციების/აქციების გამოშვება, IFI პროექტები);
** საინვესტიციო მიმოსვლებისა და როუდშოუების კოორდინირების გამოცდილება
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ეფექტური და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან (ინვესტორები, ანალიტიკოსები, აუდიტორები);
** დროის ეფექტურად მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ხარისხის მასალების მომზადების უნარი.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
"თეგეტაში" დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1817
"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|