Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643380&print=yes&view=jobs
 
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: კრისტალბეთი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
კომპანია "მარსი", რომელიც აზარტული თამაშების ბაზარზე კრისტალბეთის სახელით ოპერირებს 2011 წელს დაარსდა და ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს ბუკმეიკინგისა და ონლაინ თამაშების სფეროში.

2018 წლიდან კრისტალბეთი მსოფლიოში უმსხვილესი მულტინაციონალური ჰოლდინგური კომპანიის Entain, ყოფილი GVC ჰოლდინგის ერთ-ერთი ბრენდია და საქართველოში ექსკლუზიურ უფლებას ფლობს უმსხვილესი საერთაშორისო ჰოლდინგის პორტფოლიოში არსებული პროდუქტები რამდენიმემილიონიანი ჯეკპოტებით შესთავაზოს მომხმარებელს.

ექსკლუზიური, სრულყოფილი, დაცული ონლაინ სათამაშო პორტალი www.crystalbet.com მომხმარებელს თამაშის საუკეთესო გამოცდილებას და მომსახურების მხოლოდ მაღალ სტანდარტს სთავაზობს.

"კრისტალბეთი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის თანამშრომლებისათვის შეთავაზების პაკეტი მოიცავს: კომფორტულ, მეგობრულ გარემოს, საინტერესო, გამოწვევებით სავსე სამუშაოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდში, თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და დამატებით ბენეფიტებს.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკებისა და შიდა პროცედურების შემუშავება და გაუმჯობესება;
** რისკებისა და კიბერინციდენტების იდენტიფიკაციისა და რეაგირების მექანიზმების შექმნა;
** საინფორმაციო, ინფრასტრუქტურული, ქსელური და სისტემური რისკების ანალიზი, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** წვდომის მართვის (Access Control) მატრიცების შექმნა, შეფასება და კონტროლი;
** ინფრასტრუქტურის მოწყვლადობების სკანირება, რეგულარული შეფასება და მონიტორინგი;
** უსაფრთხოების ინციდენტების ანალიზი და რეპორტინგი;
** თანამშრომელთა ცნობადობის ამაღლება კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით (ტრენინგები, სიმულაციები და სხვა ინიციატივები).

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების ან კიბერუსაფრთხოების სფეროში;
** შესაბამისი სტანდარტების ცოდნა (მაგ., ISO 27001, NIST, SOC2 ან მსგავსი);
** ინფორმაციული რისკების შეფასებისა და რეაგირების პრაქტიკული გამოცდილება.

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ჯგუფში/გუნდში მუშაობის უნარი;
** ორგანიზაციული და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული;
** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@crystalbet.com არა უგვიანეს 2025 წლის 18 ივლისისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ/ვერ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

შპს "მარსის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "მარსი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

ანიჭებთ შპს "მარსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.

დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "მარსი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია