Робота для біженців з України
კლასის დამრიგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლასის დამრიგებელი
მომწოდებელი: UG სკოლა
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
"იუჯი სკოლაში" ცხადდება ვაკანსია კლასის დამრიგებლის პოზიციაზე. იუჯი სკოლა არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე Cambridge Pathway პროგრამაზე. სკოლა საქართველოს უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;
** მონაწილეობა მიიღოს დაგეგმილ აქტივობებში;
** დასაქმებული ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს მის სადამრიგებლო კლასში არსებულ მოსწავლეებს;
** გააცნოს მოსწავლესა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები;
** დაესწროს მისი სადამრიგებლო კლასის გაკვეთილებს;
** შეადგინოს მის სადამრიგებლო კლასში არსებულ თითოეულ მოსწავლეზე კვირეული, ყოველთვიური, სემესტრული ანალიზი და მიაწოდოს ფსიქოლოგს;
** მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ ორგანიზებულ გასვლით ღონისძიებებში, ექსკურსიებში (შესაძლოა ექსკურსია დაიგეგმოს შაბათ დღეს), გასვლითი ღონისძიებებისა თუ ექსკურსიების დროს იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;
** აწარმოოს სკოლის ელექტრონული ჟურნალი;
** ჩაატაროს მშობელთა კრებები;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

უნარები:

** თავაზიანი;
** ენერგიული;
** ორგანიზებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;


სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** პირადობის მოწმობის ასლი;
** ავტობიოგრაფია/CV;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; (ატესტატი, დიპლომი)
** ფოტოსურათი ¾-ზე დაბეჭდილი და ციფრული ფორმით;
** კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
** სერტიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერტიფიკატის ასლი;
** მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მინიჭებული სტატუსის ამსახველი სერტიფიკატი.
** ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
** ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ;
** უფლების ჩამორთმევის შესახებ;
** ჯანმრთელობის ცნობა.
** 2 სარეკომენდაციო წერილი - რეკომენდატოტრი პირების მითითებით.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე ugschoolvacancies@gmail.com (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

იუჯი სკოლაში თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები იუჯი სკოლის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია.

იუჯი სკოლაში შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი)კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე