Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643334&print=yes&view=jobs
 
პროდუქციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქციის მენეჯერი
მომწოდებელი: GM Pharmaceuticals
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.

"GM Pharmaceuticals"-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში.

"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ, ყოველწლიურად მზარდ ანაზღაურებას;
** კვარტალურ საბონუსე სისტემას;
** სოციალურ პაკეტს (სატელეფონო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფარმაცევტული, სამედიცინო ბაზრის მონაცემების და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გამოკვლევა, შეჯამება და ანგარიშების შედგენა;
** ბაზრის კვლევა/ანალიზი, კონკურენტების შეფასება;
** გაყიდვების დაგეგმარებისა და ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;
** პროდუქციის დეტალური შესწავლა, სამედიცინო-სამეცნიერო ინფორმაციის დამუშავება;
** საპრომოციო, საინფორმაციო, სარეკლამო, საპრეზენტაციო მასალების მომზადება;
** შეხვედრების, სამედიცინო-სამეცნიერო სიმპოზიუმების, სემინარების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება;
** წამყვან ექიმი-სპეციალისტებთან პერსონალური ვიზიტების განხორციელება;
** სამედიცინო წარმომადგენლებთან ორმაგი ვიზიტების განხორციელება მათი სამედიცინო-სამეცნიერო ცოდნის გაღრმავების მიზნით;
** გაყიდვების გუნდისთვის სატრენინგო მასალის, ტესტური დავალებების მომზადება;
** სამედიცინო წარმომადგენლების/გაყიდვების ჯგუფის მენეჯერების ტრენინგისა და ტესტირების ჩატარება;
** რეგისტრაციის განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობა - პროდუქტის ბრენდის, დიზაინის, ანოტაციის, პირველადი და მეორეული შეფუთვის ტექსტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან ინიცირებული დამატებითი მოვალეობების შესრულება.

განათლება და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის/სამკურნალო ან პედიატრიული ფაკულტეტი);
** ფარმაცევტულ კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel, Word, PowerPoint) ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (სასურველია საკუთარი ავტომანქანის ფლობა).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** როგორც წერითი, ისე ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
** პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების უნარი;
** დინამიური, მოქნილი და ცვლილებების მიმართ სწრაფი ადაპტირების უნარი;

საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე. დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 18 ივლისისა და გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

ამასთან, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hcm@gmpgeo.com

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია