Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰიგიენ სერვისი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
კომპანია "ჰიგიენ სერვისი" 2015 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის მთავარ სფეროს წარმოადგენს კომერციული და არაკომერციული შენობა-ნაგებობების დალაგება-დასუფთავება.

დასუფთავების კომპანია "ჰიგიენ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კანდიდატების შერჩევის სრული პროცესის ორგანიზება.
** თანამშრომლების პირადი საქმეების შედგენა, მართვა, შენახვა.
** სამუშაო დროის აღრიცხვის ადმინისტრირება.
** შემოსავლების სამსახურის საიტზე დაქირავებულ პირთა რეესტრის მუდმივი განახლება.
** მონაწილეობის მიღება დასაქმებულთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მართვაში.
** ხელშეკრულებებისა და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოების პროცესის მართვა.
** დასაქმებულის შრომის ანაზღაურების და სხვადასხვა ბენეფიტების ადმინისტრირება/მართვა.
** შიდა კომუნიკაციის ხელშეწყობა, თანამშრომელთა ინფორმირება.
** სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან.
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან პროფესიული დავალებების შესრულება.
** კონტრაქტორ ობიექტებზე გასაუბრებების და შეხვედრების ჩანიშვნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველი შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია ან ადამიანური რესურსების მართვა)
** შრომის კოდექსის ცოდნა.
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 145
** გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი; 09:00 - 17:00 სთ)
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 20 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@hs.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე