Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643330&print=yes&view=jobs
 
ფრენების დისპეტჩერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრენების დისპეტჩერის ასისტენტი
მომწოდებელი: Geosky
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
"Geosky" აცხადებს ვაკანსიას ფრენების დისპეტჩერის ასისტენტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

დისპეტჩერის ასისტენტი ეხმარება მორიგე დისპეტჩერს ფრენების კოორდინაციაში, მონიტორინგსა და კომუნიკაციაში სხვა საავიაციო სამსახურებთან.

** საფრენოსნო დოკუმენტაციის მომზადება;
** კოორდინირება აეროპორტებთან და სხვა საავიაციო სამსახურებთან;
** აქტიური ფრენების მონიტორინგი;
** ყოველდღიური სტატისტიკის წარმოება;
** უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის სტანდარტების დაცვა;
** სამუშაო განრიგი - დღის და ღამის ცვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი;
** ინგლისური ენის ფლობა მინიმუმ B1 დონეზე;
** რუსული ენის ცოდნა;
** სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:

** დეტალებისადმი ყურადღება და სიზუსტე;
** კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობა;
** ორგანიზაციული უნარები;
** გუნდური მუშაობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@airgeosky.com.

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ფრენების დისპეტჩერის ასისტენტი

კონფიდენციალურობა:

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავიაკომპანია ჯეო სქაიმ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@airgeosky.com; ან/და ტელეფონის ნომერზე 591 10 30 98

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "იურიდიული მხარდაჭერისა და მონაცემთა უსაფრთხოების ცენტრი DPO@airgeosky.ge; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

"გატყობინებთ, რომ ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები იმ მიზნით, რომ მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა და შეფასება. თქვენი მონაცემები არ გაიცემა მესამე პირებზე თქვენი ნებართვის გარეშე და გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის ფარგლებში."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია