დასახელება:
სერვისის უმცროსი ინჟინერ-ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ტრანზაქციული სისტემები
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
კომპანია "ტრანზაქციული სისტემები" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისში - სერვისის უმცროსი ინჟინერ-ტექნიკოსის თანამდებობაზე. კომპანია საქმიანობს საბანკო-საფინანსო სფეროში. კომპანია შპს ტრანზაქციული სისტემები ეძებს მოტივირებულ და ტექნიკურად მოაზროვნე თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფულის სათვლელი ტექნიკის ადგილზე დიაგნოსტიკაზე, გაწმენდასა და საჭიროების შემთხვევაში — შეკეთებაზე.
სამუშაო ფორმატი: ადგილზე, გამოძახების მიხედვით, მოქნილი გრაფიკით
ძირითადი მოვალეობები:
** ელექტრონული მოწყობილობების (ფულის სათვლელი მანქანები) ადგილზე მისვლით დიაგნოსტიკა, დაშლა-აწყობა, შეკეთება, გატესტვა.
** შესაკეთებელი/შეკეთებული ელექტრონული მოწყობილობის რეპორტის წარმოება და ხელმძღვანელობისთვის მიწოდება
** სათადარიგო ნაწილების აღრიცხვა/რეპორტი
** ყოველი თვის ჭრილში ჩასატარებელი სამუშაოების გეოგრაფია მოიცავს დასავლეთის რეგიონის რამდენიმე ქალაქს. ამ ეტაპზე შემოიფარგლება: ქ.ქუთაისი, ქ.ბათუმი, ქ.ფოთი და ქ.შეკვეთილი. შესაძლოა დაემატოს რამდენიმე ლოკაცია მომავალში
** თვის ბოლოს შესრულებული სამუშაოების შეჯამება, ანგარიშის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება
სავალდებულო მოთხოვნა:
** პირადი ავტომობილის ფლობა
** სასურველია გამოცდილება ტექნიკის სფეროში
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვა
** უნარი, დამოუკიდებლად გაუძღვეს საქმეს
** ორგანიზებული
** დეტალებისადმი ყურადღებიანი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** გუნდური
** შედეგებზე ორიენტირებული
** პუნქტუალური
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დისციპლინირებული
ჩვენ გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - გეგმიური სამუშაოების და გამოძახებების მიხედვით (დეტალების შეთანხმება მოხდება წინასწარ)
** კომფორტულ და თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** განვითარებისა და სწავლების შესაძლებლობას ტექნიკის სფეროში
** საწვავის და მანქანის იჯარის ანაზღაურებას
** ტრენინგებს
** ანაზღაურებადი საგამოცდო პერიოდი, საგამოცდო პერიოდის შემდეგ 1000 ლარს + კვარტლური ბონუსი (საგამოცდო პერიოდის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 თვე).
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე iana.bibiluri@tr-sys.eu, giorgi.tsignadze@tr-sys.eu 2025 წლის 25 ივლისამდე. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატს დაუკავშირდება ჩვენი თანამშრომელი. ჩვენი ვებ გვერდია: https://tr-sys.eu/
|
|
|
|