Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643304&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
შპს "ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმი" აცხადებს ბუღალტრის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.

ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა ითვალისწინებს შემდეგ პუნქტებს:

** საბანკო და ფულადი ბრუნვის აღრიცხვა;
** სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის გადახდის მონიტორინგი და აღრიცხვა;
** მატერიალური და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
** ვალდებულებების დროულად დაფარვის, ანგარიშსწორების დოკუმენტის შედგენისა და პროცედურით შენახვის უზრუნველყოფა;
** შრომის ანაზღაურების გაანგარიშება და შესაბამისი წყაროების მომზადება;
** თანამშრომელთა მივლინების, ანაზღაურებადი შვებულების, მშობიარობის შემწეობის გაანგარიშების უზრუნველყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** ფინანსური ანგარიშგების მომზადება (ბალანსი; მოგება-ზარალის ანგარიშგება; ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება; კაპიტალის ნაკადების ანგარიშგება და ა.შ.)
** შესაბამისი საგადასახადო დეკლარაციის მომზადება, წარდგენა და ბიუჯეტში ანგარიშსწორება საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით;
** ფინანსური ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
** სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც სამსახურის საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე, მიეკუთვნება ფინანსური სამსახურის კომპეტენციას.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

1. უმაღლესი განათლება: ფინანსები, ეკონომიკა;
2. სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
3. ინგლისური ენის ცოდნა: არანაკლებ B2 დონე;
4. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Office.

სამუშაო ადგილი:ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი
საცდელი ვადა: 6 თვე
ხელფასი: 1500-2000 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: hr@bauinternational.edu.ge

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ტელეფონზე: 577642451 არაუგვიანეს; 2025 წლის 18 ივლისისა.

გისურვებთ წარმატებებს!

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია