დასახელება:
თეთრეულის სამრეცხაოს თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
City Hotels
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham" - აცხადებს ვაკანსიას თეთრეულის სამრეცხაოს თანამშრომლის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:0 კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება
** ანაზღაურება: 1050 ლარი (Net)
** სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის #24)
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფას;
** TBC ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობა:
** სამუშაო სივრცის მოწესრიგება.
** სამუშაო ტექნიკის დათვალიერება, მოვლა, დასუფთავება.
** თეთრეულის დახარისხება, ლაქების დამუშავება და მომზადება გასარეცხად.
** თეთრეულის დაუთოება/დაკეცვა.
** ქიმიკატების ინსტრუქციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გამოყენება.
** დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდაციების დაცვა.
** სანიტარული ჰიგიენის ნორმების უზრუნველყოფა.
** მშვიდი და სასიამოვნო გარემოს შექმნა.
** მენეჯერის დავალებების შესრულება.
** სტუმრის ტანსაცმლის რეცხვა ეტიკეტით დადგენილი ნორმებით.
** დაზიანებული თეთრეულის აღრიცხვა/დასაწყობება.
** თეთრეულის წონების ყოველდღიური აღრიცხვა.
მოთხოვნები:
** მოცემულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** კარგი ორგანიზაციული უნარები.
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი.
** პიროვნული მოწესრიგებულობა.
** ფიზიკური შრომისთვის/დატვირთვისთვის მზადყოფნა.
"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე:https://www.cityhotels.ge
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge. გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
(აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიამ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის)
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით.
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|