Робота для біженців з України
სტიუარდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიუარდი
მომწოდებელი: სასტუმრო ხედი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
პანორამული რესტორანი "ხედი" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოში სტიუარდის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ღამის ცვლები)

ძირითადი მოვალეობები:

** სისუფთავის ნორმების კონტროლი სამზარეულოს სტანდარტების მიხედვით,
** საწმენდი საშუალებების გამოყენება ინსტრუქციის მიხედვით,
** სამზარეულოს ტერიტორიის მომზადება სამუშაოს დაწყებამდე.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** ღამის ტრანსპორტირება.

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@khedihotel.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სტიუარდი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე - 591 052075.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე