შპს "ტრიბა კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ფინანსური ანგარიშგების, ხარჯთაღრიცხვის და სხვა სახის ფინანსური დოკუმენტაციის დროული შედგენის უზრუნველყოფა;
** ფინანსური რეპორტების წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სრული უმაღლესი განათლება ეკონომიკური, ფინანსური ან ბუღალტრული განხრით (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის ფლობა სავალდებულოა).
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Ms. Excel) ცოდნა
** აუცილებელია IFRS სტანდარტების ცოდნა
** სასურველია 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების კუთხით.
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, (შაბათი საჭიროების შემთხვევაში)
** გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე
ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე: hrtriba@gmail.com ასევე მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
კომპანია ემიჯნება შერჩევის ეტაპზე და შემდგომ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
|