Робота для біженців з України
ადმინისტრაციული ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ხელმძღვანელი
მომწოდებელი: საგანმანათლებლო კომპლექსი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
საგანმანათლებლო კომპლექსი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** შეასრულოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ა (ა)იპ "ორ ავნერ და ჰანას" დებულებით, შინაგანაწესით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
** თავისი საქმიანობა წარმართოს სკოლის დებულებისა და საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად;
** აწარმოოს მოსწავლეთა მოძრაობის აღრიცხვა და სხვა სასკოლო დოკუმენტაცია;
** უზრუნველყოს სკოლის არქივის დაცვა და სკოლაში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
** უზრუნველყოს კორესპონდენციის მიღება, რეგისტრირება, დამუშავება, სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა შესრულება და დოკუმენტების დანიშნულებისამებრ გადაცემა/გაგზავნა;
** უზრუნველყოს შემოსული კორესპონდენციის განხილვა და ადრესატისთვის მისი წარდგენის ორგანიზება;
** განახორციელოს დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა, დაბეჭდვა, ასლის გადაღება, გამრავლების ორგანიზება და დოკუმენტების ბლანკების შემუშავება;
** გასცეს ინფორმაცია სკოლაში შემოსული კორესპონდენციის შესრულებასა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის მდგომარეობაზე;
** მოაწესრიგოს და აკონტროლოს მასწავლებელთა და თანამშრომელთა პირადი საქმეები და გააკონტროლოს მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოება;
** კონტროლი გაუწიოს დირექტორის ბრძანებების, განკარგულებების და დავალებების ადრესატებამდე მიტანას;
** სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზაში (eschool.emis.ge) შეიყვანოს, ატვირთოს და განახორციელოს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა ოპერაციები;
** დაამყაროს ურთიერთობა და იშუამდგომლოს სატრანსპორტო საშუალების მძღოლებსა და სკოლის მშობლებს შორის;
** ორგანიზება გაუწიოს სამეურნეო შესყიდვებს;
** განახორციელოს მონიტორინგი სკოლის ჩარიცხვებთან დაკავშირებით და კომუნიკაცია იქონიოს მშობლებთან;
** განახორციელოს საკვების ხარისხის მონიტორინგი, მისი მიღება-ჩაბარება;
** მონაწილეობა მიიღოს სკოლის ღონისძიებების ორგანიზებაში;
** განახორციელოს თანამშრომლების ინფორმირება სკოლის გადაწყვეტილებების, სკოლაში მიმდინარე პროექტების, ღონისძიებების და სხვ. შესახებ;
** მონაწილეობა მიიღოს სკოლის დამატებით პროგრამებში, დაგეგმოს გასვლითი ღონისძიებები;
** იქონიოს მშობლებთან მუდმივი კონტაქტი ხელმძღვანელობის მიერ შერჩეული გზებით;
** იქონიოს საზოგადოებასთან კონტაქტი, მოიწვიოს ღონისძიებებზე და ა.შ.;
** კომპეტენციის ფარგლებში, შეასრულოს აკადემიური დირექტორის სხვა დავალებები.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-17:00
საწყისი ხელფასი: 1500 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოაგზავნეთ მეილზე: vered@chabad.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე