Робота для біженців з України
უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Global Auto Import
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
შპს "გლობალ ავტო იმპორტი" აცხადებს უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის ვაკანსიას ფინანსური ანალიზისა და რეპორტინგის ჯგუფში.

გლობალ ავტო იმპორტი 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც - ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.

ჩვენ ვეძებთ ანალიტიკოსს, რომლის მოვალეობებში შედის:

** ფინანსური მონაცემების ანალიზში მონაწილეობა.
** პერიოდული ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში ჩართულობა.
** დაგეგმილი და ფაქტობრივი ბიუჯეტის შედგენასა და ანალიზში მონაწილეობა.
** ფინანსური მონაცემების შეგროვება და დამუშავება.

რა უნარებს უნდა ფლობდეთ:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის დაახლოებით 1 წლამდე გამოცდილება.
** IFRS-ს საფუძვლების ცოდნა ფინანსურ ანგარიშგებებთან მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** Power Bi-სთან და SQL-თან მუშაობის გამოცდილება სასურველია (არ არის აუცილებელი)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00.
მდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68 - ე კმ.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით მეილზე hr@glob.ge თემის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი.

შემოუერთდი გლობალის მუდმივად მზარდ გუნდს, ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც კვალიფიციური და კეთილგანწობილი ადამიანები დაგხვდებიან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის გუნდურობა, თანამშრომლების ზრდა და განვითარებას. Global Auto Import

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე