"გლობალ ავტო იმპორტი" 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც - ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.
ჩვენ ვეძებთ უმცროს ბუღალტერს თბილისში, რომლის უფლება - მოვალეობებში შედის:
ძირითადი ფუნქციები:
** პირველადი დოკუმენტაციის შედგენა/მიღება, დამუშავება, აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების განხორციელება (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო);
** გადარიცხვებთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება;
** შემოსავლების სამსახურების პორტალზე მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Excel-ის საშუალო დონეზე ფლობა;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;
** აუცილებელია ინტერნეტბანკში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის B1 დონეზე ფლობა.
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00
მდებარეობა: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68-ე კმ.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით მეილზე hr@glob.ge
გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - უმცროსი ბუღალტერი.
შემოუერთდი გლობალის მუდმივად მზარდ გუნდს, ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც კვალიფიციური და კეთილგანწობილი ადამიანები დაგხვდებიან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის გუნდურობა, თანამშრომლების ზრდა და განვითარებას. Global Auto Import
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გისურვებთ წარმატებებს!
|