დასახელება:
შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Construction Service
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
სამშენებლო კომპანია შპს "CONSTRUCTION SERVICE" აცხადებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი/ რუსთავი /ობიექტები
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: მაღალი (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** თქვენზე მორგებული ინდივიდუალური სოციალური პაკეტები
** საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობა;
** პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების შესაძლებლობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ან დიპლომის ფლობა;
** შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** შრომის უსაფრთხოების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** MS Office-ის ოპერირების კარგი ცოდნა აუცილებელია.
ძირითადი მოვალეობები:
** შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე სამშენებლო ობიექტსა და საწარმოში შესაბამისი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა;
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო ქცევის სტანდარტების დადგენა;
** ობიექტის რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარული ორგანიზება და ჩატარება, თანამშრომლების ცოდნის შემოწმება ტესტირებით, სიმულაციებითა და სხვა მეთოდებით;
** დროებითი სამუშაოების საფრთხეების და რისკების კონტროლი;
** ახალი თანამშრომლების პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა და მათი უსაფრთხოების აღქმის გაზრდა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
კონკურსის ეტაპები:
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
** გასაუბრება დირექტორთან და უშუალო ხელმძღვანელთან;
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV vacancy@cs.ge მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
დაგვიკავშირდით: 577 078 883
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|