Робота для біженців з України
მიმღების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღების თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო მოქსი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
გახდი სასტუმრო "მოქსი თბილისის" ოჯახის წევრი.

"მოქსი" არის უაღრესად თანამედროვე, დინამიკური, დადებითი ენერგეტიკით აღსავსე სასტუმრო, რომელიც იდეალური ადგილია სიამოვნების მოყვარულთათვის. აქ მათ შეუძლიათ მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ უაღრესად ხელმისაწვდომ ფასებში.

აქ სამუშაოდ ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც არიან ხალისიანი და კრეატიულები, სიამოვნებით აკეთებენ თავიანთ საქმეს, უშუალო და მეგობრული ურთიერთობა აქვთ სტუმრებთან, არიან კარგად ინფორმირებულნი, ენერგიითა და ინიციატივით აღსავსენი.

თუკი თვლი, რომ ხარ ხალისიანი, კრეატიული, დადებითი ენერგეტიკის მატარებელი, დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიებით. მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://marriottdasaqmeba.ge/.

სასტუმრო "მოქსი" თბილისი მდებარეობს ზაარბრუკენის მოედანზე და ამჟამად აცხადებს ვაკანსიას მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე.

გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr.tbilisi@marriott.com; გთხოვთ, `საგნის` გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენს კომპანიაში არსებული ყველა ვაკანსიის სანახავად ესტუმრეთ საიტს: www.marriott.com/careers

დაგვიკავშირდით ონლაინ:

www.facebook.com/marriottjobsandcareers
www.twitter.com/marriottcareers
www.linkedin.com/company/marriott-international
www.weibo.com/marriottcareers

"მარიოტ ინთერნეშენალი", როგორც თანაბარი უფლებების დამცველი დამსაქმებელი, მუდამ უზრუნველყოფს თანაბარ გარემოს განსხვავებული და მრავალფეროვანი წარმომავლობისა თუ ეთნიკურ-კულტურული ღირებულებების მქონე თანამშრომელთათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე