დასახელება:
სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივლისი
|
საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეი ჯი აი სი", (https://www.agic.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 90-ზე მეტ ქვეყანაში. (https://www.primeglobal.net).
კომპანია აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის დეპარტამენტში.
ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული/კვირაში 1-2 ჯერ ოფისში მუშაობა
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სტაჟირება ანაზღაურებადია
რას მიიღებთ სტაჟირების კურსის გავლის შემდგომ:
** ბუღალტრული გატარებების წარმოების ცოდნა
** პირველადი დოკუმენტაციის სახეობების შესწავლა
** ფინანსური რეპორტინგის საფუძვლები
** შიდა ტრენინგები საგადასახადო და საბუღალტრო პროცესებში
** პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სფეროს კომპანიებთან
მოთხოვნები:
** განათლება: საშუალო-სპეციალური საბუღალტრო-ეკონომიკური და/ან საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით
** კომპიუტერული პროგრამების (Office, Excel) ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამა Oris, Info-ს საბაზისო ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია), რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული
მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agic.ge 2025 წლის 15 ივლისამდე ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "სტაჟირება ბუღალტერიაში".
|
|
|
|