Робота для біженців з України
ტენდერს საკანცელარიო მასალის მოწოდებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერს საკანცელარიო მასალის მოწოდებაზე
მომწოდებელი: ჯვარის სათემო განათლების ცენტრი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
თანდართული ფაილი: 643262_Attachment_9699234.zip
"ჯვარის სათემო განათლების ცენტრი" აცხადებს ტენდერს საკანცელარიო მასალის მოწოდებაზე.

"ჯვარის სათემო განათლების ცენტრი", საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში საოფისე და სატრენინგო მასალების მოწოდების მიზნით იწვევს იურიდიულ/ინდ. მეწარმე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

კომპანია/ინდ.მეწარმე ვალდებულია 2025 წლის განმავლობაში უზრუნველყოს საოფისე და სატრენინგო მასალების მოწოდება.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

"ჯვარის სათემო განათლების ცენტრი" 2010 წლიდან საქმიანობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ცენტრის ძირითად მიზნებს წარმოადგენს დევნილი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების შესაძლებლობებისა და პოტენციალის გაზრდა მათთვის შრომის ბაზარზე ორიენტირებული არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების მიწოდებით; ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; საზოგადოებაში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/jvari.cec/

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტი - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საგანმანათლებლო საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.

მომსახურების მიზანი:

პროექტის "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში ჯვარის სათემო განათლების ცენტრისთვის საოფისე და სატრენინგო მასალების მიწოდება.

სავალდებულო მოთხოვნები:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

ტექნიკური განაცხადი:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები).
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის (კომპანიის) ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ, საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით და უახლესი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
** შესავსები უწყისი - ხარჯთაღრიცხვა (შენიშვნა: ერთეულის ფასში უნდა იქნას გათვალისწინებული ტრანსპორტირების ხარჯები). საოფისე მასალის მიწოდება უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე: ქ. ჯვარი, ჭიჭინაძის ქ. 5ა.

ფასის განაცხადი:

მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე.
დაინტერესებულ პირებს მომსახურების ხარჯთაღრიცხვის შესავსები დოკუმენტის ჩამოტვირთა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 3 დღისა.

მომსახურების გაწევის ვადები: 1 ივლისიდან - 31 დეკემბერი, 2025 წელი.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ივნისი

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: jvari.cec@gmail.com

გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "საოფისე და სატრენინგო მასალები".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე