დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
ეუპრაიმი
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
ევროპული ფარმაცევტული კომპანია "Euprime" აცხადებს ვაკანსიას ქ. გორში სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ: კომპანია ეუპრაიმი არის 3 ევროპული ფარმაცევტული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა სააფთიაქო ქსელში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/euprime2012
ადგილმდებარეობა: გორი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** ვიზიტების დაგეგმვა ექიმებთან
** გაყიდვებთან დაკავშირებით სტრატეგიის შემუშავება და პასუხისმგებლობა
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/პრეზენტაცია
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ყოველდღიური რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამედიცინო განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სამედიცინო ან/და ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** მზარდ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: euprime.info@gmail.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, კომპანია "ეუპრაიმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართეთ.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|