დასახელება:
ტენდერი კვებითი მომსახურების მოწოდებაზე
|
მომწოდებელი:
ჯვარის სათემო განათლების ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
თანდართული ფაილი:
643259_Menu_8729745.zip
|
"ჯვარის სათემო განათლების ცენტრი" აცხადებს ტენდერს კვებითი მომსახურების მოწოდებაზე
ჯვარის სათემო განათლების ცენტრი, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში კვებითი მომსახურების მოწოდების მიზნით იწვევს იურიდიულ/ინდ. მეწარმე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
კომპანია/ინდ.მეწარმე ვალდებულია 2025 წლის განმავლობაში უზრუნველყოს კვებითი მომსახურების მოწოდება ქ. ჯვარში.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
ჯვარის სათემო განათლების ცენტრი 2010 წლიდან საქმიანობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ცენტრის ძირითად მიზნებს წარმოადგენს დევნილი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების შესაძლებლობებისა და პოტენციალის გაზრდა მათთვის შრომის ბაზარზე ორიენტირებული არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების მიწოდებით; ადგილობრივი და დევნილი მოსახლების სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; საზოგადოებაში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/jvari.cec/
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტი - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საგანმანათლებლო საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.
მომსახურების მიზანი:
შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 2025 წლის განმავლობაში დაგეგმილი ტრენინგების ჩასატარებლად ტრენინგის მონაწილეებისთვის კვებითი მომსახურების მოწოდება.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
** 2025 წლის განმავლობაში ტრენინგების ჩასატარებლად (ორი ან სამდღიანი ტრენინგები) მაქსიმუმ 17-20 ადამიანისთვის კვებითი მომსახურების უზრუნველყოფა, კერძოდ, 1 მსუყე ყავის შესვენება და 1 ლანჩი დღის განმავლობაში.
** საკვების მოწოდება უნდა მოხდეს ქ.ჯვარში.
** საკვების მენიუ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამავე გვერდიდან.
სავალდებულო მოთხოვნები:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
ტექნიკური განაცხადი:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები).
** ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ;
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის/ინდ.მეწარმის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ფასის განაცხადი:
** მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე.
** დაინტერესებულ პირებს მომსახურების ხარჯთაღრიცხვის შესავსები დოკუმენტის ჩამოტვირთა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.
თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 3 დღისა.
მომსახურების გაწევის ვადები: 1 ივლისიდან - 31 დეკემბერი, 2025 წელი.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ივნისი
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: jvari.cec@gmail.com
გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "კვებითი მომსახურება".
|
|
|
|