დასახელება:
სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივლისი
|
საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეი ჯი აი სი", (https://www.agic.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 90-ზე მეტ ქვეყანაში (https://www.primeglobal.net).
კომპანია აცხადებს სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში.
ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სტაჟირება ანაზღაურებადია
მოვალეობები:
** კომპანიის პოტენციური დამკვეთების მოძიება და კომუნიკაცია ტელეფონით, ელ-ფოსტის საშუალებით;
** CRM სისტემაში ბაზების წარმოება
** ბაზრის კვლევა და ანალიზი
** დღიური რეპორტინგი
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და ინტერნეტის სამომხმარებლო დონეზე ფლობა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული
მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agic.ge 2025 წლის 15 ივლისამდე ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "სტაჟირება გაყიდვებში".
|
|
|
|