Робота для біженців з України
კატეგორიისა და იმპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიისა და იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიტა
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
სუპერმარკეტების ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიისა და იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სუპერმარკეტების ქსელი "ჯორჯიტა" დაარსდა 2001 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში ევროპული პროდუქციის იმპორტი დაიწყო. დღეს სასურსათო ბაზარზე წარმოდგენილია ევროპული და ქართული პრემიუმ ხარისხის ასორტიმენტით.

https://georgita.ge/

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, კვირაში 40 საათი.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის მიმოხილვა და ანალიზი კატეგორიის ჭრილში;
** კატეგორიის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან კომერციული, მარკეტინგული საკითხების განხილვა შესყიდვებთან ერთად;
** აქტიური ჩართულობა მერჩენდაიზინგში ბრენდების და პროდუქტების დონეზე;
** პლანოგრამების აწყობაში მონაწილეობის მიღება მერჩენდაიზერთან ერთად;
** კატეგორიის ჭრილში სრულ პორტფელზე ნაშთების კონტროლი,
** ადგილობრივ პროდუქტებზე ნაშთების პერიოდულად კონტროლი და იმპორტზე ყველა შეკვეთის ანალიზი;
** მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგის და გაყიდვების ჯგუფთან, აქციების ინიცირებასა და დაგეგმვაში მონაწილეობა;
** საფასო პოლიტიკის მართვა კატეგორიის ჭრილში, ფასების განსაზღვრა;
** ასორტიმენტისა და გაყიდვების ოპტიმიზაცია; კვირაში ერთი დღე კონკურენტ სუპერმარკეტებში წასვლა და ფასების კონტოლი;
** კვირაში ერთი დღე ფილიალში (ებში) მისვლა და კონტროლი;
** კატეგორიის მართვა ქვეკატეგორიების და საფასო სეგმენტების ჭრილში;
** ახალი ბრენდების ინიცირება და კატეგორიის განვითარება;
** ყოველკვირეული ანალიზი კატეგორიის ჭრილში, ვარგისიანობის ვადების კონტროლი ყველა ბრენდის ჭრილში;
** ნომენკლატურის და ასორტიმენტის მატრიცის ფორმირება ქსელებში თითოეული ფილიალის ჭრილში, კვარტლური ანალიზი-კონტროლი;
** ბრენდმენეჯერებთან ურთიერთობა ნაშთების და ნომენკლატურის მართვის მიმართულებით;
** კატეგორიის ჭრილში ახალ ბრენდებზე და ახალ პოზიციებზე გადაწყვეტილების მიღება და პირველადი შეკვეთების მომზადება;
** ასევე, უცხოურ ბაზარზე ახალი პროდუქტისა და მომწოდებლის მუდმივი ძიება;
** უცხოელ მომწოდებლებთან დაკავშირება და მოლაპარაკებების წარმოება:
** ანალიტიკა:
** შესყიდვის სრული ციკლის ორგანიზება და მართვა:

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

თუ ხართ მზად იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@euro-line.ge გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
Tel: 595052815

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ევროლაინმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე