დასახელება:
რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
D Block
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
აჭარა ჯგუფის სამუშაო სივრცეები "D Block" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას 14 .
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და ინფორმაციის მიწოდება კომპანიის შეთავაზებებზე
** სარეგისტრაციო პროცედურების შესრულება სტანდარტების დაცვით
** არსებული და პოტენციური წევრებისთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება
** შემოსული ზარებზე ოპერატიული პასუხი
** წევრების სიების ყოველდღიური გადამოწმება და მომსახურება პაკეტის მიხედვით
** სამუშაო სივრცეების ფასების და სერვისების სრული ცოდნა
** სტუმრების ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა
** გუნდის წევრებთან ეფექტური კომუნიკაცია
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** დაზღვევას;
** კვებას;
** ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/ji5NcNhVn8
|
|
|
|