Робота для біженців з України
ღვინის მაღაზია-ბარის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღვინის მაღაზია-ბარის მენეჯერი
მომწოდებელი: დივაინი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
"The Wine • დივაინი" კომპანია "თბილღვინოს" პროექტია და არის პრემიალური ღვინის მაღაზია, რომელიც გთავაზობთ საგულდაგულოდ შერჩეულ ექსკლუზიურ ღვინოებს მსოფლიოს წამყვანი რეგიონებიდან. ჩვენი კოლექციები აერთიანებს იტალიის, საფრანგეთის, ახალი ზელანდიის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების გამორჩეულ ღვინოებს.

ჩვენი მისიაა, პრემიალური ღვინო ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა გემოვნებიანი მომხმარებლისთვის საქართველოში, როგორც ონლაინ ასევე ჩვენი მაღაზია-ბარის საშუალებით.

მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.thewine.ge

"The Wine • დივაინი" აცხადებს ვაკანსიას ღვინის მაღაზია-ბარის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

** მაღაზია-ბარის სრული საოპერაციო პროცესის მართვა და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** მაღაზია-ბარის შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პროდუქტებისა და მასალების შესყიდვების უზრუნველყოფა და მარაგების მართვა
** მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციების მართვა და მომხმარებლების მაღალი სტანდარტით გამასპინძლების პროცესის მონიტორინგი
** მაღაზია-ბარის მართვის სისტემის ადმინისტრირება და ყოველდღიური ოპერაციების გატარება
** თანამშრომლების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა და სხვადასხვა ღონისძიების საორგანიზაციო დეტალების კოორდინაცია
** მაღაზია-ბარში არსებული ტექნიკური მოწყობილობების სწორი ექსპლუატაციის მონიტორინგი
** მაღაზია-ბარში ტექნიკური და სამეურნეო საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და შესრულების უზრუნველყოფა
** სანიტარულ-ჰიგიენური, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების შესრულების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გუნდის მართვის გამოცდილება
** აკადემიური ან/და პროფესიული გამოცდილება ღვინის გაყიდვების სფეროში
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამებისა და კაფე-ბარების მართვის ციფრული სისტემების ცოდნა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ირაკლი აბაშიძის ქუჩა
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათამდე, 1 ან 2 დასვენების დღით, ცვლიანი სამუშაო გრაფიკი
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევას

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას
** გუნდურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** საერთაშორისოდ აღიარებული პრემიალური ღვინოების შესახებ ტრენინგებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობის შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

"თბილღვინოსა" და "The Wine • დივაინის" გუნდი წარმატებას გისურვებთ!

"გაცნობებთ, რომ სს "თბილღვინოსთვის" ან მისი დავალებით მოქმედი პირისათვის CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ სს "თბილღვინომ" - ვაკანტურ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დაამუშაოს თქვენს რეზიუმეში მითითებული ან საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალური მონაცემები. ამასთან, თქვენი მხრიდან წერილობითი უარის არ დაფიქსირების შემთხვევაში, სს "თბილღვინო" იტოვებს უფლებას, რომ 3 წლის ვადით შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში".
სს "თბილღვინო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე